ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას და ვუწევთ კონსულტაციებს მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის, განათლებისა და სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას გაეცნონ მეცნიერებისა და პრაქტიკის თანამედროვე მიღწევებს, ადაპტირება გაუკეთონ და დანერგონ ისინი საკუთარი კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით;
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ განვითარების მოდელები, რომელთა ადაპტირება შესაძლებელია ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნისთვის;
ჩვენ ვეხმარებით ქვეყნებს განავითარონ ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური სექტორები სტრატეგიული დაგეგმარების პრინციპებზე დაყრდნობით;
ჩვენ ვმუშაობთ პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ისარგებლოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საბაზისო სასიცოცხლო მომხურეობებით.