დაგვიკავშირდით
  მთავარი საქმიანობა პროგრამები მიღწევები სიახლეები პუბლიკაციები მხარდაჭერა
 

პ რ ო გ რ ა მ ე ბ ი

 

ემორის უნივერსიტეტი კერ კიდევ 1992 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ატლანტა-თბილისის პარტნიორობის ფარგლებში ემორის უნივერსიტეტის მიერ წარმატებით განხორციელდა არა ერთი პროექტი გადაუდებელი მედიცინის, საექთნო პროფესიისა და პრაქტიკის, ასევე ჯანდაცვის მენეჯმენტის განვითარების მიმართულებით.

 


 

საქართველოს საექთნო განათლების პროგრამა

2009 - 2012 წლები

2009 წლის სექტემბრიდან პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) მედიცინის სკოლასთან ერთად ახორციელებს "საქართველოს საექთნო განათლების პროგრამას". პროექტმა სრულიად შეცვალა საექთნო საქმისა და ზოგადად ექთნებისადმი მიდგომა ქვეყანაში. ექთნებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ ჯანდაცვის სფეროში, მათი არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ამბულატორიებსა თუ საავადმყოფოებში, რეგიონულ კლინიკებში, პირველადი თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებში. გარდამავალი ქვეყნები თითქმის ვერ იყენებენ იმ უდიდეს პოტენციალს, რომლის მეშვეობითაც ექთნებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჯანდაცვის სფეროზე. პროფესია - ექთანი, მოცემულ ქვეყნებში განვითარების ძალიან დაბალ საფეხურზე იმყოფება. განსაკუთრებით მწვავედ დგას მოცემული საკითხი საქართველოში. პროგრამის მიზანია ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარებისათვის ხელის შეწყობა და სიახლეების დანერგვა მოცემულ სფეროში.

პროგრამის ფარგლებში, კვალიფიკაცია აიმაღლა 750-მა პრაქტიკოსმა ექთანმა, მთლიანად კი გათვალისწინებულია 2500 ექთნის გადამზადება.

 

პროგრამის მიზნებია:

  • საქართველოში მოღვაწე პრაქტიკოსი ექთნების კვალიფიკაციის ამაღლება;
  • საექთნო პროფესიის პრესტიჟულობისა და ექთნების პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა;
  • პირველი საბაკალავრო პროგრამის დაარსება საექთნო საქმეში.

 

სილაბუსი სწავლების პირველი 5 კვარტლისთვის

 

კურსანტთა საერთო რაოდენობა

768

ზოგადი საექთნო კურსი

582 (71 რეგიონებიდან)

გადაუდებელი განყოფილების ექთნის კურსი

24

პერიოპერაციული ექთნის კურსი

16

ინტენსიური განყოფილების ექთნის კურსი

26

სამეანო განყოფილების ექთნის კურსი

23

პედიატრიული განყოფილების ექთნის კურსი

97

სტუდენტების განაწილება ჯანდაცვის დაწესებულებებში

მრავალპროფილიანი საავადმყოფოები

65%

პედიატრიული საავადმყოფოები

23%

სამშობიარო სახლები

11%

სასწრაფო სამედიცინო სამსახური (911)

1%

ექთნად მუშაობის გამოცდილება

1-5 წელი

31%

5-10 წელი

10%

10-15 წელი

13%

16-20 წელი

18%

21-30 წელი

21%

31-40 წელი

7%

 

საქართველოში სულ არის 21000 ექიმი და 19000 ექთანი და მეანი, ექთნების და ექიმების ფარდობის კოეფიციენტი არის 0,9 რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ექთნების კომპეტენცია და საქმიანობა, რომელიც დაკისრებული აქვთ ჯანდაცვის სფეროს დაწესებულებებში ასახავს მათი პროფესიული მომზადების დაბალ დონეს. ქვეყანაში არ არსებობს წერილობითი სტანდარტები და წესდება საექთნო საქმის ლიცენზირების შესახებ:

  • მათ მხოლიდ მედიკამენტების განაწილება შეუძლიათ;
  • ექთნებს არ აქვთ უფლება რაიმე ჩაწერონ პაციენტის ანკეტაში;
  • მათ არ აქვთ ნებისმიერი სახის გასაუბრება ან გამოკვლევა ჩაუტარონ პაციენტს;
  • 75 კითხვიან პრეტესტში, რომელიც მოიცავდა საექთნო საქმის ზოგად ცოდნას, მონაწილეობა მიიღო 679-მა პრაქტიკოსმა ექთანმა, საშუალო შედეგი კი 37% იყო 100%დან;
  • ექთნებს არ გააჩნიათ სპეციალური ინსტრუქციები და სამუშაო გეგმა, რომელიც სხვადასხვა დაავადების ადექვატური იქნება;
  • დაავადებათა კონტროლისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ მათი ცოდნა მინიმუმის დონეზეა დასული;

პროგრამის პირველ ეტაპზე, მოხდა კადრების შერჩევა ინტერვიუსა და ტესტირების მეშვეობით, რომელიც მოიცავდა ინგლისური ენისა და ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებას. ორმოცდაათი კანდიდატიდან შეირჩა ჩვიდმეტი, რომელთაც ჩაუტარდებათ სამ თვიანი ინტენსიური კურსი. კურსს გაუძღვებიან ემორის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები.

ფაკულტეტზე ჩაეყარა საფუძველი კურსებს, რომელთა ფარგლებში მოხდება შემდეგი საკითხების შესწავლა:

  • ზოგადი საექთნო კურსი. აუცილებელი წინაპირობა სხვა სასწავლო კურსებისთვის;
  • პედიატრიული ექთნის კურსი;
  • გადაუდებელი განყოფილების ექთნის კურსი;
  • ქირურგიული განყოფილების ექთნის კურსი;
  • ინტენსიური განყოფილების ექთნის კურსი;
  • სამეანო განყოფილების ექთნის კურსი.

სტუდენტები დღის პირველ ნახევარს ატარებენ კურსებზე, დღის მეორე ნახევარში კი უბრუნდებიან სამსახურებს. სწავლების სამოცი პროცენტი მოიცავს თეორიულ მომზადებას, ხოლო ორმოცი პროცენტი კი კლინიკურ სიმულაციასა და პრაქტიკას. სწავლების პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, სლაიდებისა და სხვა მასალების მეშვეობით, რომლებიც თარგმნეს და მოამზადეს ქართველმა სპეციალისტებმა. კლინიკური სწავლება მიმდინარეობს სამი ჰოსპიტალის საექთნო განყოფილებებში. რეორგანიზაციის შემდეგ, თითოეული საავადმყოფოს საექთნო განყოფილება მაქსიმალურად მიუახლოვდა ამერიკულ სტანდარტებს.

კურიკულუმი კურსებისათვის, შემუშავებული იქნა USAIDის მიერ დაფინანსებული წინა პროექტის ფარგლებში: ოთხი ქართველი ექთანი იმყოფებოდა ემორის უნივერსიტეტში ოთხთვიან ფაკულტეტის განვითარების კურსებზე. ემორის უნივერსიტეტში მათ შეიმუშავეს 40 მოდული, რაზეც უნდა დაფუძნდეს სასწავლო პროგრამა ქართველი ექთნებისთვის. თითოეული მოდული შედგება სლაიდების, ვიდეოების და წერილობითი მასალებისგან. საქართველოში მოხდა მოდულების კორექტირება ამჟამინდელი გრანტის ძალაში შესვლამდე, მისი პერიოდული გადახედვა კი წარმოებს ქართული ფაკულტეტის მიერ. თითოეული კურსი შედგება ორი ნაწილისაგან:

  • მასალები რომლებიც ეხება შემდეგ საკითხებს: ეთიკა, ჯანდაცვის განვითარება, ლიდერობა, პაციენტის ავადმყოფობის ისტორია და ფიზიკური კვლევა, კრიტიკული აზროვნება და საექთნო პროცესის წარმართვა;
  • კლინიკური მასალები დაყოფილია სამ ჯგუფად:
    • ძირითადი მეცნიერება და პათოფიზიოლოგია;
    • დაავადებების კლინიკური გამოვლინება;
    • საექთნო საქმის სპეციფიკა კონკრეტული დაავადებიდან გამომდინარე;

შესაბამისი უნარების ათვისება ხდება ლექციების, სიმულაციური ლაბორატორიისა და კლინიკური სწავლების მეშვეობით. რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ავადმყოფობის ისტორია და ფიზიკური კვლევა;
  • ანკეტის შევსება:
    • პაციენტის შეფასება;
    • მედიკამენტების დანიშნვა;
    • პროცედურების განრიგი;
    • მედიკამენტების მიღების და მკურნალობის შედეგების მონიტორინგი.
  • პროცედურები:
    • ინტრავენური ინექცია და მედიკამენტის შეყვანა;
    • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია;
    • ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა;
    • დრენირება;
    • გადასასხმელი სისტემების ყოველდღიური მოვლა;
    • საწოლის მომზადება და პაციენტის გადაყვანა;
    • სტერილურობის დაცვა;
    • ჭრილობის შეხვევა.
  • პაციენტთან კომუნიკაციის უნარები;
  • ინფექციის კონტროლი;
  • დაავადებათა პრევენცია და ჯანმრთელობის ხელშეწყობა;
  • კრიტიკული აზროვნება.

მთელი რიგი ღონისძიებები მიმართულია ორი ძირითადი მიზნის შესრულებისკენ: პრაქტიკოსი ექთნების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება და ექთნების პროფესიული როლის შეცვლა ქართულ სამედიცინო სივრცეში.

  • ხელშეკრულების გაფორმება მოხდა თითოეულ საავადმყოფოსთან, რომელშიც განსაზღვრულია თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ ახლადმომზადებულ ექთნებს ჰოსპიტალში მიმდინარე პროცესებზე და როგორ შეიცვლება მათი როლი კურსების დასრულების შემდეგ. ექთნების საქმიანობა შეივსება ახალი მოვალეობებით, როგორიცაა პაციენტის ანკეტის წარმოება, ინფექციის კონტროლი, კათეტერიზაცია და ა.შ.;
  • საავადმყოფოები სამ თვეში გამოაქვეყნებენ ანგარიშს კურსდამთავრებულთა საქმიანობის შესახებ, ამასთან ერთად მოხდება ექთნების გამოკითხვა იმის შესამოწმებლად შეიცვალა თუ არა მათი მოვალეობები შეთანხმების შესაბამისად;
  • კურსების დასრულების შემდეგ, ექთნების მუდმივი ინფორმირება მოხდება სოციალური ქსელის, კერძოდ კი Facebook-ის მეშვეობით. სტატიები და სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაცია მუდმივად დაიდება Facebook-ის გვერდზე, რათა არ შეწყდეს ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების პროცესი;
  • თითოეული სტუდენტი მოამზადებს გეგმას იმის შესახებ, თუ რა გზით გააგრძელებს განათლების მიღებას კურსების დასრულების შემდგომ;
  • ყოველწლიურად ჩატარდება ერთ კვირიანი შემაჯამებელი კურსები.

კურსის ფარგლებში გადამზადდა 768 ექთანი. რეგიონებში მოეწყო დროებითი სასწავლო ცენტრები, სადაც ჩატარდა ორი კურსი, რომელთა მეშვეობით კვალიფიკაცია აიმაღლა სამოცდათერთმეტმა ექთანმა. ამ კუთხით საქმიანობის გაფართოება იგეგმება მომავალი 18 თვის განმავლობაში. მოხდა ორი მინი ფურგონის შესყიდვა, რომლითაც აღიჭურვება მოძრავი სასწავლო ცენტრები. საბოლოოდ კი, საქართველოს რეგიონებში დაარსდება სამი ძირითადი სასწავლო ცენტრი.

იგეგმება საექთნო საბაკალავრო სკოლის გახსნა. ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომლის გადალახვაც მოუხდათ პარტნიორებს სახელმწიფო ორგანოებთან მუშაობისას იყო, საექთნო საქმის, როგორც "უმაღლესი პროფესიის" იურიდიული აღიარება, რის შემდეგაც ექთნებს მიეცათ საშუალება მიიღონ ბაკალავრის ხარისხი. სწავლების დაწყების თარიღი მოცემულ პროგრამაზე არის 2012 წლის სექტემბერი.

   
კიმ კროუფორდი
საერთაშორისო საექთნო კოორდინატორი
მაია ჯაში
საექთნო პროგრამის კოორდინატორი
       
დარეჯან სალია მანანა მაჩიტიძე თამარ შარაშენიძე თეკო ფაჩულია
       
მარინა ჯიმუხაძე ნატა ბერუაშვილი ნონა გოშაძე ია გელენიძე
       
დარეჯან მესხიშვილი ლია მამალაძე ქეთი ქოქიაური ცისანა ლომაშვილი
       
ლელა ბეგიაშვილი ირინა ავალიშვილი თათია კაციტაძე ჯილდა ჭეიშვილი

 


 

საქართველოს გადაუდებელი მედიცინის პროგრამა

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 

2007 წლის სექტემბრიდან ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა, აშშ, პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის, ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს საქართველოს გადაუდებელი მედიცინის პროგრამას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის ხელმძღვანელებია ემორის უნივერსიტეტის მედიცინის დეპარტამენტის პროფესორები ბ-ნი კენეტ ვოლკერი და ქ-ნი ქრისტი კიი

პროგრამის ფარგლებში ემორის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემუშავდა გადაუდებელი მედიცინის სწავლების მინი-რეზიდენტურის 8 თვიანი კურსი. შერჩეული იქნა 10 ლიცენზირებული ექიმი, რომელთაც გაიარეს აღნიშნული კურსიის ტრენერთა მომზადების პროგრამა. სწავლება წარმოებდა ინგლისურ ენაზე ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორ-მასწვლებლების მიერ. აღნიშმულმა სტუდენტებმა შექმნეს გადაუდებელი მედიცინის ქართული ფაკულტეტი, და 2010 წლის თებერვლის თვიდან დაიწყეს მინი-რეზიდენტურის მეორე კურსის სწავლება ემორის პედაგოგების მეთვალყურეობით.

აღნიშნულმა პროგრამამ საფუძველი ჩაუყარა გადაუდებელ მედიცინას, როგორც ოფიციალურ სუბ-სპეციალობას საქართველოში. კურსდამთავრებულების კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება დასავლური მედიცინის სტანდარტებს და ისინი ფლობენ სახელმწიფო სერთიფიკატს გადაუდებელი მედიცინის დარგში კანონიერი საქმიანობის სრული უფლებით. ამგვარად, პროგრამა გრძელდება და მისი მიზანია შექმნს გადაუდებელი მედიცინის ქართული კადრები, რომლებიც დააკმაყოფილებს გადაუდებელ მედიცინის განყოფილებების გახსნაზე წარმოქმნილ გაზრდილ მოთხოვნას, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე.

პროგრამის ფარგლებში მომზადდა გადაუდებელი მედიცინის ცალკეული მოდულების სწავლების მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსებიც, რაც საშუალებას მისცემს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მომუშავე ექიმს სამუშაო ადგილიდან მოუწყვეტლად გაიაროს მისთვის საინტერესო კურსები და დახელოვნდეს გადაუდებელი მედიცინის ცალკეულ მიმართულებებში.

გიორგი გოცაძე ნინო ბუცხრიკიძე დეა კვეზერელი–კოპაძე
     
გიგა ბერია თამრიკო სარია თეა თავართქილაძე
     
მაკა ბაკაშვილი ნიკა კვაჭაძე ნატალია კიკნაძე

 

აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის
"სისხლის გადასხმის სამსახურის ხარისხის მართვის უზრუნველყოფის პროგრამა"

 

01/01/2011 - 31/12/2011


ძირითადი განმახროციელებელი ორგანიზაცია:

"პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის საქართველოს წარმომადგენლობა"

ქვე-კონტრაქტორები:

შ.პ.ს. "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური" (თბილისი)
ს.ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი

პროგრამის ამოცანები

  • ხარისხის კონტროლის სისტემის დასანერგად საერთაშორისო ექსპერტიზის გათვალისწინება;
  • უსაფრთხო სისხლის სამსახურისთვის ხარისხის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით გეგმის სრულყოფა და დანერგვა ადგილობრივი ექხპერტების ჯგუფის მიერ;
  • სისხლის სამსახურების პერსონალის ტრეინინგი ხარისხის კონტროლისა და მართვის საკითხებზე;
  • სისხლის სამსახურების მონიტორინგი და შეფასება;
  • დონორთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

შესავალი

პროდუქციის, მათ შორის სისხლისა და მისი პროდუქტების ხარისხის კონტროლის სისტემის დანიშნულებაა უზრუნველყოს მუდმივი კონტროლი პროდუქციის დამზადების ყველა პროცესზე და მის თითოეულ პროცედურაზე.

ხარისხის კონტროლის სისტემა მინიმუმამდე ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას და უზრუნვლეყოფს, რომ:

  • შესაფერისი სადიაგნოსტიკო ტესტი შესრულდა შესაფერის სისხლის ნიმუშზე;
  • მიღებული იქნა სწორი პასუხები;
  • შესაფერისი, შეთავსებადი და უსაფრთხო სისხლი მიეწოდა სწორად შერჩეულ პაციენტს და საჭირო დროს.

ზოგადად, სისხლის გადასხმის სამსახურის ხარისხის კონტროლი მოიცავს:

  • ხარისხის მართვის პოლიტიკასა და გეგმას;
  • ორგანიზაციის მოწყობის ნათელ და ეფექტიან სტრუქტურას;
  • ხარიხის კონტროლზე პასუხისმგებელი პირის/ების არსებობას;
  • პერსონალის სამუშაოთა აღწეროლობების არსებობას;
  • საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების არსებობას;
  • სტანდარტული ოპერაციული პროცედურების არსებობას და მათი შესრულების დოკუმენტირებას;
  • პერსონალის მომზადება/ტრეინინგს;
  • შეფასებას: ა. შიდა კონტროლი; ბ. აუდიტი; გ. გარე კონტროლი

 


1. ხარისხის შიდა კონტროლი

სტანდარტული ოპერაციული პროცედურები

ყველა მოქმედების, პროცესის, პროცედურის, რეაქტივისა და აპარატურის ვალიდურობის/სისწორის შემოწმებას დადგენილი პერიოდულობით.

სტანდარტული ოპერაციული პროცედურები წარმოადგენს წერილობით ოფიციალურ ინსტრუქციებს ამა თუ იმ პროცედურის შესრულებისთვის, რაც განსაზღვრულია 2000 წელს შემუშავებული ISO 9000-ით. ყველა სისხლის სამსახური უნდა მუშაობდეს საკუთარი შიდა სტანდარტული ოპერაციული პროცედურების სრული დაცვით, რაც იქნება ხარისხის ერთ-ერთი მყარი გარანტი.

სოპ-ების გარეშე შეუძლებელია სისხლის გადასხმის სამსახურში ხარისხის კონტორლის რაიმე სისტემის დანრეგვა. 2010 წელს ჩვენი დახმარებით 9 სისხლის გადასმხის დაწესებულებამ შეძლო სოპ-ების შემუშავება და 2011 წელს ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და მოიცვას სისხლის გადასხმის ყველა მსხვილი დაწესებულება.


 

2. ხარისხის გარე კონტროლი

ხარისხის გარე კონტროლი გულისხმობს:

  • ხარისხის გარე კონტროლის სქემაში/სისტემაში მონაწილეობას;
  • გარე აუდიტი/შემოწმება აღიარებული ექსპერტი/რეფერენს ლაბორატორიის მიერ

2010 წელს გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში ჩვენს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა ხარისხის გარე კონტროლის პილოტური კვლევა, რომლის შედეგების ანალიზის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ხარისხის გარე კონტროლის რუტინული სავალდებული პრაქტიკის დანერგვა. შესაბამისად, გლობალური ფონდის პროექტის დახმარებით 2010 წლის გაეროს ვალდებულებების შესრულების ანგარიშის მომზადების დროს ქვეყანა აცდება სისხლის უსაფრთხოების ნულოვან პროცენტს.

2010 წლის ხარისხის გარე კონტროლის კვლევს ანგარიში

როგორც 2010 წელს შესრულებულმა ხარისხის გარე კონტროლის პილოტურმა კვლევამ გვიჩვენა, სისხლის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის დამოუკიდებელი (გარე) კონტროლი სისხლის უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი შემადგენელი რგოლი უნდა გახდეს, რადგან იგი სისხლის სადიაგნოსტიკო ლაბორატირიაში არსებული პრობლემის გამოვლენისა და მასზე ობიექტური აზრის შემუშავების და სხვა ლაბორატორიებთან შედარებით საშუალებას იძლევა.

აღნიშნულ სქემაში მონაწილეობა გულისხმობს ერთი და იგივე სისხლის ცნობილი სინჯების გაგზავნას შესამოწმებელ ლაბორატორიაში/ებში სადიაგნოსტიკოდ და მათ მიერ მიღებული შედეგების შედარებას წინასწარ ცნობილ სწორ შედეგებთან. ამ გზით ხდება ლაბორატორიაში არსებული პრობლემის გამოვლენა, ხოლო შემდეგ ხდება მისი მიზეზების დადგენა და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. შესაბამისად, დამოუკიდებელი (გარე) კონტროლის სისტემა არის გარე ბერკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ლაბორატორიის კონტროლის შიდა სისტემების გააქტიურებას გარე კონტროლისთვის მუდმივი მზადყოფნის მიზნით.

ჩვენს მიერ 2010 წელს ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოებისა და პილოტური კვლევის საფუძველზე სრულიად შესაძლებელია, რომ 2011 წლიდან საქართველოს სისხლის სამსახურის ლაბორატორიები სრულად ჩაერთვნენ ხარისხის გარე კონტროლის სისტემაში და მასში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო.

მონაწილე სადგურების სისხლის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიები გაივლიან სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის (შიდსის ცენტრი) რეფერენს ლაბორატორიის მიერ ორგანიზებულ ხარისხის გარე კონტროლს, რაც გულსხმობს შიდსის ცენტრის მიერ სისხლის შრატის ათ-ათი ცნობილი ნიმუშის იდენტური კომპლექტის გაგზავნას ტესტირებისათვის ჩამოთვილი სისხლის სამსახურების ლაბორატორიებში დიაგნოსტიკის მიზნით, რომლის შედეგები შედარდება შიდსის ცენტრის ლაბორატორიის შედეგებთან. აღნიშნული კონტროლი პირველ წელს ხორციელდებოდა აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე სეროლოგიურ ტესტებზე.

2011 წელს ამ ჩამონათვალს დაემატება Aსისხლის ABO ტიპირება და რეზუს ფაქტორზე გამოკვლევა.

რაც შეეხება თავად შიდსის ცენტრის სეროლოგიურ რეფერენს ლაბორატორიას, იგი დაექვემდებარება აკრომეტრიქსის სისტემის მიერ შემოთავაზებულ ფასიან ოფიციალურ გარე კონტროლს, რომლის გავლის შემდეგ გაიცემა საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატი.

2009 და 2010 წლებში შიდსის ცენტრის ვირუსოლოგიურმა ლაბორატორიამ გაიარა აკრომექტრიქსის ხარისხის კონტროლი და მოიპოვა შესაბამისი სერთიფიკატები. ასევე შიდსის ცენტრის ლაბორატორიას მოპოვებული აქვს ISO ხარისხის სერთიფიკატიც.

ხარისხის გარე კონტროლი საშუალებას მისცემს მასში ჩართულ ლაბორატორიებს გამოავლინონ ხარისხის უზრუნველყოფაში არსებული პრობელემები და დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები მათი აღმოფხვრის მიზნით, რაც მოიცავს როგორც ხარისხიანი სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების შესყიდვას, ასევე პერსონალის მომზადება-ტრეინინგს პრობლემურ საკითხებზე.


 

3. ხარისხის კონტროლის სისტემის დასანერგად საერთაშორისო ექსპერტიზის გათვალისწინება

პროექტის განხორციელების მეორე წელს სისხლის უსაფრთხოების სამსახურის ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" კვლავ გეგმავს მისი მრავალწლიანი პარტნიორი ორგანიზაციების ემორის უნივერსიტეტისა და გრეიდის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის/სამსახურის (ატლანტა, აშშ) გამოცდილების აქტიურ გამოყენებას.

კერძოდ, ამ დარგის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის სისტემიდან – მედიცინის დოქტორი ბ-ნი ალექსანდრე დუნკანი (დაკლიკავ და მისი სურათი გამოჩნდება) ითანამშრომლებს ჩვენთან როგორც უშუალოდ საქართველოში ვიზიტებისა და ტრეინინგების ორგანიზების, ისე ელექტრონული ფოსტით მუდმივი კომუნიკაციის მეშვეობით.


 

4. ადგილობრივი ექსპერტების მიერ უსაფრთხო სისხლის სამსახურისთვის ხარისხის კონტროლის გეგმის სრულყოფა და დანერგვა

2010 წელს შემუშავებული იქნა ხარისხის კონტორლის 2011-2015 წლების გეგმის პროექტი

2011 წელს ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფი ემორის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას ხარისხის კონტროლის აღნიშნული ეროვნული გეგმის პროექტის სრულყოფაზე და უზრუნველყოფს მის დამტკიცებას ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

გეგმის პროექტის შემადგენელი კომპონენტებია:

  • საქართველოს სისხლის გადასმხის სამსახურის მიმოხილვა;
  • ხარისიხს კონტორლის განმარტება და მისი მნიშვნელობა სისხლის გადასხმის სამსახურისთვის;
  • ხარისხის კონტროლის სისტემის დანერვის აუცილებელი წინაპირობები;
  • სისხლის გადასხმის სამსახურის ხარისხის კონტროლის ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • ხარისიხს კონტროლის ტიპები (შიდა და გარე) და მათი შემადგენელი კომპონენტები;
  • ხარისხის შიდა კონტროლის დანერგვისა და გაძლიერების ღონისძიებები და მათი დროში განაწილება 2015 წლამდე;
  • ხარისხის გარე კონტროლის ღონისძიებები და მათი დროში განაწილება;
  • სავარუადო ბიუჯეტი (ბიუჯეტი განისაზღვრება 2011 წლის პირველი 6 თვის განმვალობაში).

გეგმა გახდება სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტი სისხლის დამზადებისა და გადასხმის სამსახურების დაწესებულებებისათვის.


 

5. სისხლის სამსახურების პერსონალის ტრეინინგი ხარისხის კონტროლის და მართვის საკითხებზე

2010 წელს ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფის მიერ ემორის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად შემუშავებული იქნა სისხლის უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის მომზადება/ტრეინინგის კურიკულუმი (იხილეთ გამოცდილების ინფორმაციაში), რომლის ძირითადი მიზანი პერსონალის მომზადებაა შემუშავებული ხარისხის კონტროლის გეგმის პრაქტიკაში დასანერგად შესაბამისი ადამიანური რესურესების ბაზის შექმნის გზით.

დაგეგმილია წელიწადში 10 ტრეინინგის ჩატარება და თითო ტრეინინგის ფარგლებში სულ ცოტა 10 სპეციალისტის მომზადება, 2011 წლის ბოლოს ჯამურად (2010 და 2011) მომზადებული იქნება 200 სპეციალისტი.


 

6. სისხლის სამსახურების მონიტორინგი და შეფასება

სისხლის სამსახურის მონიტორინგი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ხარისხის კონტროლის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის. ძირითადი კონტრაქტორის (პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის) მიერ დაქირავებული ექსპერტები (2 პიროვნება) იქნება პასუხისმგებელი მონიტორინგის გეგმის შემუშავებაზე და მის განხორციელებაზე, რომლის მთავარი კომპონენტები იქნება ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ფორმის შემუშავება და პროექტში მონაწილე ლაბორატორიების მონიტორიგნის ვიზიტების დროში განაწილება, რომლის მიხედვით მოხდება პროექტში მონაწილე ლაბორატორიების მომსახურების ხარისხის შეფასება. სულ პროექტის პირველი წლის მანძილზე დაგეგმილია მონიტორინგის 10 ვიზიტი.


 

7. სისხლის დონორთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

წინამდებარე განაცხადის ფარგლებში პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციები გეგმავენ აღნიშნული ბაზის გაძლიერებას მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების გზით, პროგრამაში გარკვეული პარამეტრებისა და ხარისხის კონტროლის მახასიათებლების დამატებით, რაც რიგი მაჩვენებლების ავტომატურ რეჟიმში გენერაციის შესაძლებლობას მოგვცემს.

პროექტის ფარგლებში უზრუნვეყოფილი იქნება ინტერნეტ მომსახურებაც.


 

8. დამატებითი ღონისძიებები

ლოტის ფარგლებში სისხლისა და მისი პროდუქტების ხარისხის ამაღლების მიზნით ასევე დაგეგმილია უსასყიდლო ნებაყოფლობითი დონორების წახალისების ღონისძიებები. კერძოდ, Facebook-ზე ჩვენს მიერ შექმნილია უსასყიდლო სისხლის დონორთა კლუბი "დონაცია" სადაც დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით ამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს სისხლის დონორობის შესახებ, მათ შორის, თუ რა მნიშვნელობა აქვს სისხლის დონორობას, რა დადებითი ეფექტი აქვს დონორობას ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვინ შეიძლება გახდეს სისხლის დონორი, სად შეიძლება სისხლის ჩაბარება, როგორ ხდება გართულებების თავიდან აცილება და სხვ.

ასევე, ლოტის ფარგლებში შესყიდვების ნაწილში ვგეგავთ სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის სისხლის ჩაბარების ოთახის კოსმეტიკურ გარემონტებას და მოწყობას შესაბამისი თანამედროვე სისხლის ჩაბარებისთვის საჭირო სამედიცინო სავარძლებით და აპარატურით, რათა კლუბ «დონაციის» წევრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ კომფორტულ სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოში ჩააბარონ სისხლი.


სისხლის გადასხმის სამსახურის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების პროფესიული ტესტირების პილოტური კვლევის შედეგები