დაგვიკავშირდით
  მთავარი საქმიანობა პროგრამები მიღწევები სიახლეები პუბლიკაციები მხარდაჭერა
 

ს ი ა ხ ლ ე ე ბ ი

 

 


2012 წლის 24 სექტემბერი


 

ქართველი ექიმები და ექთნები აშშ-ს ემორის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამით გადამზადდებიან

 

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენელმა, პროფესორმა კენ ვოკერმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ევორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორთა გუნდის მიერ ქართველი ექიმებისა და ექთნებისათვის სასწავლო პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი დაესწრო.

ახალი სასწავლო პროგრამით საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის გადამზადება "საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ტრენინგ ცენტრში" მოხდება. სასწავლო პროგრამის შექმნას, დანერგვას და შესაბამისი ტრენერების მომზადებას სრულად უზრუნველყოფენ ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლები.თანამშრომლობის პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის სწავლების პროცესს უშუალოდ ამერიკელი მასწავლებლები წარუძღვებიან.

მხარეებს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი თბილისში "საქართველოს ეროვნული ტრენინგ ცენტრის" მშენებარე შენობაში შედგა. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებს ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერებინა და პროექტის დეტალები გააცნო.

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ ცენტრის" შექმნის მიზანი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ ცენტრში რეგულარულად მოხდება სხვადასხვა დარგში მომუშავე ექიმებისა და ექთნების გადამზადება. სასწავლო ბაზაზე განთავსდება ვირტუალური საავადმყოფო, რომელიც მაღალტექნოლოგიური სიმულატორებითა და მულაჟებით აღიჭურვება. ტრენინგ ცენტრში 50-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, 10 ტრენერ-მასწავლებელი. შენობაში სასტუმროს ტიპის ოთახებიც მოეწყობა, რომლითაც რეგიონებიდან ჩამოსული სამედიცინო პერსონალი ისარგებლებს. ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება.

სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება ჯანდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ტრენინგ ცენტრის შექმნით და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერისტეტის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის დანერგვით, ქვეყანაში ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური მექანიზმი შეიქმნება. თავის მხირვ გადამზადებული და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის არსებობა მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას შექმნის.

 

 

 


2011 წლის 21 ოქტომბერი


 

ექთნების ლიდერობის კურსი

 

USAID საქართველოს მისიის ახალი დირექტორი ბატონი სტივენ ჰეიკინი ეწვია არჩილ და სერგო კობალაძეების სახელობის სასწავლო ცენტრს და დაესწრო ექთნების ლიდერობის კურსის გამოშვების ცერემონიას. კურსი დაგეგმა და ჩაატარა ქ-ნმა ლაურა ჰარტმა, ემორის საავადმყოფოს საექთნო სამსახურის დირექტორმა. თრეინინგების ფარგლებში მოხდა საექთნო საქმის მენეჯმენტისა და ლიდერობის პრინციპების შესწავლა. კურსს დაესწრო თბილისში არსებულ საავადმყოფოებში დასაქმებული 17 მთავარი ექთანი. ბ-ნი ჰეიკინი გაეცნო კობალაძეების სახელობის სასწავლო ცენტრის საქმიანობას, შეხვდა საექთნო ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და ჯგუფს, რომელიც USAID საქართველოსთან ერთად ახორციელებს საექთნო განათლების პროგრამას. კენ ვოლკერმა და ლაურა ჰარტმა ერთობლივად ჩაატარეს პროგრამისა და კურსის მოკლე პრეზენტაცია.

ბატონმა ჰეიკინმა სიტყვით მიმართა აუდიტორიას, სადაც ხაზგასმით აღნიშნა რომ საექთნო განათლების პროგრამა კვლავ ინარჩუნებს პრიორიტეტულობას USAID-ისთვის, მან მიულოცა პარტნიორებსა და მთავარ ექთნებს კურსის დასრულება და გადასცა კურსდამთავრებულთა სერტიფიკატები. სამომავლოდ იგეგმება, ლიდერობის კურსის ქართულად თარგმნა, რის შემდეგაც უფრო მეტ ექთანს შეეძლება სასწავლო პროცესში ჩართვა, მათ შორის მთავარ ექთნებს, რომლებიც არიან რეგიონებიდან.

 

 

 


2011 წლის 7 ოქტომბერი


 

ექთნების ტრეინინგი გურჯაანში

 

პარტნიორებმა ორგანიზება გაუკეთეს ზოგადი საექთნო კურსის გამოშვების ცერემონიას, რომელიც სექტემბრის თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გურჯაანის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში PFID-ის საექთნო ფაკულტეტის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. გამოშვების საღამოს დაესწრო საპატიო სტუმარი, USAID-ის წარმომადგენელი ევრაზიისა და ევროპის ქვეყნების საკითხებში ქ-ნი დონა სტაუფერი.

ქალბატონი სტაუფერი გაესაუბრა კურსდამთავრებულებს და შეკითხვები დაუსვა თრეინინგების შესახებ. მან მიულოცა ექთნებს კურსის წარმატებით დასრულება და გამოთქვა იმედი, რომ მიღებული ცოდა და კვალიფიკაცია დაეხმარება მათ კარიერულ წინსვლაში და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საექთნო მომსახურებას, გურჯაანში არებული ჯი პი აი ჰოლდინგის მშენებარე საავადმყოფოს მომავალი პაციენტებისათვის.

 

 

 

 

 


2011 წლის 21 ოქტომბერი


 

ექთნების ლიდერობის კურსი

 

USAID საქართველოს მისიის ახალი დირექტორი ბატონი სტივენ ჰეიკინი ეწვია არჩილ და სერგო კობალაძეების სახელობის სასწავლო ცენტრს და დაესწრო ექთნების ლიდერობის კურსის გამოშვების ცერემონიას. კურსი დაგეგმა და ჩაატარა ქ-ნმა ლაურა ჰარტმა, ემორის საავადმყოფოს საექთნო სამსახურის დირექტორმა. თრეინინგების ფარგლებში მოხდა საექთნო საქმის მენეჯმენტისა და ლიდერობის პრინციპების შესწავლა. კურსს დაესწრო თბილისში არსებულ საავადმყოფოებში დასაქმებული 17 მთავარი ექთანი. ბ-ნი ჰეიკინი გაეცნო კობალაძეების სახელობის სასწავლო ცენტრის საქმიანობას, შეხვდა საექთნო ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და ჯგუფს, რომელიც USAID საქართველოსთან ერთად ახორციელებს საექთნო განათლების პროგრამას. კენ ვოლკერმა და ლაურა ჰარტმა ერთობლივად ჩაატარეს პროგრამისა და კურსის მოკლე პრეზენტაცია.

ბატონმა ჰეიკინმა სიტყვით მიმართა აუდიტორიას, სადაც ხაზგასმით აღნიშნა რომ საექთნო განათლების პროგრამა კვლავ ინარჩუნებს პრიორიტეტულობას USAID-ისთვის, მან მიულოცა პარტნიორებსა და მთავარ ექთნებს კურსის დასრულება და გადასცა კურსდამთავრებულთა სერტიფიკატები. სამომავლოდ იგეგმება, ლიდერობის კურსის ქართულად თარგმნა, რის შემდეგაც უფრო მეტ ექთანს შეეძლება სასწავლო პროცესში ჩართვა, მათ შორის მთავარ ექთნებს, რომლებიც არიან რეგიონებიდან.

 

 

 


2011 წლის 7 ოქტომბერი


 

ექთნების ტრეინინგი გურჯაანში

 

პარტნიორებმა ორგანიზება გაუკეთეს ზოგადი საექთნო კურსის გამოშვების ცერემონიას, რომელიც სექტემბრის თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გურჯაანის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში PFID-ის საექთნო ფაკულტეტის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. გამოშვების საღამოს დაესწრო საპატიო სტუმარი, USAID-ის წარმომადგენელი ევრაზიისა და ევროპის ქვეყნების საკითხებში ქ-ნი დონა სტაუფერი.

ქალბატონი სტაუფერი გაესაუბრა კურსდამთავრებულებს და შეკითხვები დაუსვა თრეინინგების შესახებ. მან მიულოცა ექთნებს კურსის წარმატებით დასრულება და გამოთქვა იმედი, რომ მიღებული ცოდა და კვალიფიკაცია დაეხმარება მათ კარიერულ წინსვლაში და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საექთნო მომსახურებას, გურჯაანში არებული ჯი პი აი ჰოლდინგის მშენებარე საავადმყოფოს მომავალი პაციენტებისათვის.

 

 

 

 

 


2011 წლის 11 მაისი


 

 

"პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" - ზოგადი საექთნო კურსის ფარგლებში

ამზადებენ ექთნებს ქუთაისში

 

 

 

 


2011 წლის 11 მაისი


 

 

ექთნების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში "პარტნიორებმა საერთაშორისო განვითარებისათვის" კობალაძეების სახელობის სასწავლო ცენტრში საპატიო სტუმრებს უმასპინძლა. ჩვენი საექთნო გადამზადების პროგრამით თავად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბ-ნი ანდრია ურუშაძე და მისი მოადგილე ბ-ნი მიხეილ დოლიძე დაინტერესდნენ და ჩვენს მსმენელებსა და ექთან-ტრენერებს პირადად მიულოცეს ექთნების საერთაშორისო კვირეული. ბ-ნმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ექთნების გადამზადება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ახალი საავადმყოფოებისა და კლინიკების მშენებლობის ჭრილში. ახალ საავადმყოფოებს კარგად მომზადებული და კვალიფიცირებული მედპერსონალი დასჭირდება და ექთნების ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის მზადება დროული და მისასალმებელი საქმიანობაა. მოთხოვნა კარგად მომზადებულ ექთნებზე განსაკუთრებით გაიზრდება რეგიონებში და შესაბამისად, "პარტნიორები" გეგმავს სასწავლო კურსები სხვადასხვა რეგიონში ადგილზევე ჩაატაროს ექთნებისათვის ნაცნობ და ხელმისაწვდომ გარემოში.

ბ-ნმა მინისტრმა ვიზიტის ბოლოს დააჯილდოვა ზოგადი საექთნო კურსისა და გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექთნის კურსის წარჩინებული კურსდამთავრებული 10 ექთანი და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ პროფესიულ საქმიანობაში.

ბ-ნმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ "პარტნიორები"-ს ჩართულობა საქართველოში ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში კიდევ უფრო გაიზრდება.

 

 

 


2011 წლის 8 მაისი


12 მაისი - ექთნების საერთაშორისო დღე

 

ეს დღე 1974 წლიდან აღინიშნება საექთნო საქმის ფუძემდებლის ფლორენს ნაიტინგეილის დაბადების დღის თარიღის შესაბამისად. წელს ექთნების საერთაშორისო დღის დევიზია: "შევამციროთ ნაპრალი: გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და თანაბარუფლებიანობა" რაც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველა ადამიანისათვის თანაბრად ყველა ქვეყანაში.

ძვირფასო ექთნებო, "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" მისი ფეისბუკის სახის "ექთანი ნუცას" მეშველობით გიწვევთ ამ დღისადმი მიძღვნილ ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად!

გამარჯვებული აუცილებლად დაჯილდოვდება!!!

ყურადღებით იყავით, ექთანი ნუცა 12 მაისს დღის განმავლობაში დადებს 5 შეკითხვას ფეისბუკზე და გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ კითხვაზე გასცემს სწორ პასუხს.

ველით თქვენს აქტიურ მონაწილეობას!!!



2011 წლის 14 აპრილი


 

"პარტნიორები" საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იწყებენ სკოლის ექთნების გადამზადების პროგრამას

 

2011 წლის 14 აპრილს შედგა "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" ადმინისტრაციისა და საექთნო კოორდინატორების შეხვედრა ქ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მედპერსონალთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უშუალოდ სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრას 80-მდე სკოლის წარმომადგენელი დაესწრო. "პარტნიორების" მიერ წარმოდგენილი იქნა სპეციალურად სასკოლო სამედიცინო პერსონალის გადამზადების მიზნით შემუშავებული 6 კვირიანი სასწავლო პროგრამა, რამაც უაღრესად დიდი დაინტერესება გამოიწვია მოწვეულ მედიკოსებს შორის. დაკომპექტდა მსმენელების პირველი ორი ჯგუფი, რომლებიც ა.წ. მაის-ივლისის პერიოდში გაივლიან გადამზადების კურსს.

დაგეგმილია პროგრამაში რეგიონების სკოლებში დასაქმებული მედპერსონალის ჩართვაც. ვფიქრობთ, სკოლის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დიდად შეუწყობს ბავშვთა და მოზრდილთა დაავადებების დროულ გამოვლენასა და პრევენციას.

 


2011 წლის 4-7 აპრილი


 

2011 წლის 4-7 აპრილს "პარტნიორებმა" უმასპინძლა ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექთნო ფაკულტეტის წარმომადგენლებს ქ-ნ სუზან პეტმანსა და ანა კურსს, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტთან ერთად "პარტნიორების" საექთნო ფაკულტეტს წაუკითხეს "საექთნო სამეცნიერო კვლევების კურსი". კურსის სწავლება განხორციელდა ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის აივ ინფექცია/შიდსის ტრეინინგისა და კვლევის პროგრამის ფარგლებში ფოგარტის საეთაშორისო ცენტრის დაფინანსებით. პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სამეცნიერო კვლევების ბაზისური კომპონენტების, პროცედურების, ანალიზისა და დიზაინის შესწავლა, კვლევის ეთიკური ნორმების განხილვა, სამეცნიერო სტატიების კრიტიკული ანალიზი და სხვ.

ვფიქრობთ, აღნიშნული კურსი დიდად წაადგება საქართველოში საექთნო სამეცნიერო კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას და მოგროვდება სარწმუნო მონაცემები საექთნო პრაქტიკის ბევრ საინტერესო საკითხთან მიმართებით.

 


2011 წლის 24 თებერვალი


 

კლუბი "ექთანი ნუცა"

Club "Nurse Nutsa"

 

პარტნიორებმა საერთაშორისო განვითარებისათვის დაიწყო სოციალური ქსელის საინფორმაციო–საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით "ექთანი ნუცა". ექთანი ნუცა სიმბოლურად განასახიერებს პარტნიორების საექთნო ფაკულტეტის ტრენერთა მთელ კოლექტივს, რომელთა მიზანი დიპლომირებული ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებაა მოკლევადიანი სასერთიფიკატო გადამზადების კურსების საშუალებით. მათი საქმიანობა ექთანი ნუცას საშუალებით სცილდება სასწავლო ოთახებსა და კლინიკური პრაქტიკისათვის გამოყენებულ პალატებს, ექთანი ნუცა თითოეული ჩვენი კურსდამთავრებულის და იმედია ბევრი სხვა ექთნის "ფეისბუქის ოჯახის მეგობარი" გახდება და შეეცდება მუდმივი კონტაქტი იქონის მათთან, მიაწოდოს საექთნო პრაქტიკაში, კანონდებლობასა და პოლიტიკაში არსებული სიახლეები, ასწავლოს და უპასუხოს მათ შეკითხვებს.

 

მისალმება, რომელიც 24 თებერვალს განთავსდა "ფეისბუქზე":

 

"ექთანი ნუცა მოგესალმებათ ყველა ექთანს, ვინც კი საქართველოში საქმიანობთ, ან გაქვთ ექთნის დიპლომი და სურვილი, გაქვთ შეუერთდეთ ექთნების არც თუ ისე მცირე გუნდს.

 

ეს პატარა ექთანი "პარტნიორები სერთაშორისო განვითარებისათვის" საექთნო ფაკულტეტის მიერ შექმნილი კლუბის მასპინძელია.

 

"ფეისბუკის" წევრები ადვილად შეამჩნევდით რა აქტიურად იყენებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სოციალურ ქსელს. შესაბამისად, რატომ უნდა ჩამოვრჩეთ ექთნები? მოდით ჩვენც გავერთიანდეთ!!!"

 

იმედია ექთანი ნუცა ყველასთვის ახლობელი და საყვარელი არსება გახდება :)

ჩვენი მიზანი პროფესიული ინფორმაციის გაცვლა, ერთმანეთის სწავლება, საინტერესო სიახლეებზე, მიღწევებსა და ექთნისთვის საჭირბოროტო პრობლემებზე გულახდილი საუბარია.

დაგვიმეგობრდით! ერთად ბევრი საინტერესო ღონისძიების დაგეგმვა შეიძლება!

 

 


2011 წლის 11-17 თებერვალი


 

ემორის უნივერსიტეტის მხარდაჭერა საქართველოში მედიცინის განვითარებისათვის    issue548_09.pdf

 

 

 


2010 წლის 28-30 სექტემბერი


 

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის ვიზიტი საქართველოში

 

2010 წლის 28-30 სექტემბერს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანი დოქტორი თომას ლოული ეწვია საქართველოს ემორის უნივერსიტეტის პროექტების საქართველოში განმახორციელებელი ორგანიზაციის "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" საქმიანობის ადგილზე გაცნობისა და "საქართველოს გადაუდებელი მედიცინის პროექტის" ფარგლებში შემუშავებული გადაუდებელი მედიცინის მინი რეზიდენტურის კურსის მეორე გამოშვების ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობის მიზნით.

აღნიშნული პროგრამა აშშ საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა და მის ფარგლებში 17 ქართველი ექიმი გადამზადდა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტად, მათგან 7-მა გაიარა ტრენერთა მომზადების კურსი. ანუ, შეიქმნა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტების მომზადებისთვის ადგილობრივი ტრენერების გუნდი. ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტების დიდი ძალისხმევის წყალობით, ორივე კურსი წარმატებით იქნა დასრულებული. ემორის გადაუდებელი მედიცინის 20-მდე სპეციალისტი ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოვიდა და ადგილზე ჩაუტარა ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ქართველ ექიმებს.

განსაკუთრებული დამსახურება პროექტის წარმატებაში ეკუთვნის ქ-ნ ქრისტი კიის, როგორც მინი რეზიდენტურის პროგრამის შემმუშავებელს.

თბილისში ყოფნის პერიოდში ბ-ნი ლოული შეხვდა აშშ ელჩის მოადგილეს საქართველოში ბ-ნ კენტ ლოგსდონს და საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრს ბ-ნ ანდრია ურუშაძეს. ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული ემორის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში ჯანრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმაში ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით.

30 სექტემბერს კი ბ-ნმა ლოულმა და "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" დირექტორმა ბ-ნმა კენ ვოლკერმა ერთად გახსნეს ორგანიზაციის ახალი სასწავლო ცენტრი - არჩილ და სერგო კობალაძეების სახელობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი ავლაბარში, ქეთევან წამებულის 65-ში. ცენტრი გახდება ემორის უნივერსიტეტისა და "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" ერთობლივი პროგრამების ახალი ბაზა. უახლოეს მომავალში კი იგი უმასპინძლებს დიპლომირებული ექთნების გადამზადების პროგრამას.

 



 

 


2010 წლის 14 ივნისი


 

საექთნო კურსები ზუგდიდში

 

PFID-მა დაიწყო ტრეინინგების ჩატარება საქართველოს რეგიონებში. პირველი ზოგადი კურსის ორგანიზება მოხდა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონში. სწავლება განხორციელდა ზუგდიდის ორ მთავარ ჰოსპიტალში. PFID-ის საექთნო ფაკულტეტის 8 წევრი გაემგზავრა თბილისიდან ზუგდიდში ტრეინინგების ჩასატარებლად 40 ადგილობრივი ექთნისათვის. კურსი შედგებოდა 3 კვირიანი თეორიული სწავლების, 16 საათიანი კლინიკური სიმულაციის კურსებისა და 18 საათიანი კლინიკური თრეინინგისგან წმინდა ლუკას სახელობის ჰოსპიტალში.

თრეინინგები ზოგად საექთნო საქმეში ასევე ჩაუტარდებათ იმერეთის, აჭარის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პრაქტიკოს ექთნებს. სხვა სპეციალობებში თრეინინგები ჩატარდება PFIDის ახალ სასწავლო დაწესებულებებში.

2010-2012 წლების განმავლობაში დაახლოებით 500 ექთნის გადამზადება იგეგმება USAID საქართველოს მიერ დაფინანსებული საექთნო განათლების პროგრამის ფარგლებში.

 




 

 


2009 წლის 16 ოქტომბერი


 

გადაუდებელი მედიცინის მინი-რეზიდენტურის გამოსაშვები საღამო

 

გადაუდებელი მედიცინის მინი-რეზიდენტურის კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონია.

19 ოქტომბერს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰოლი მასპინძლობდა მინი-რეზიდენტურის კურსის გამოშვების ცერემონიას, რომლის ორგანიზებაც მოხდა ემორის უნივერსიტეტისა და პარტნიორების მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით. ცერემონიის დროს გამოვლინდა 7 გამორჩეული რეზიდენტი, რომელთაც წარმატებით დაასრულეს კურსები. ცერემონია გახსნა ნიკოლოზ ყიფშიძემ, ხოლო სიტყვით გამოვიდნენ ჯოკ კონლი USAIDის მისიის უფროსი საქართველოში, ალექსანდრე კვიტაშვილი - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები. პროგრამის კოორდინატორმა კრისტი კეიესმა პირადად გადასცა სერთიფიკატები სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად წარმატებულ სტუდენტებს.

მინი-რეზიდენტურის კურსი არის პირველი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში, რომელის მეშვეობითაც გადაუდებელი მედიცინა სამედიცინო სპეციალობის განუყოფელ ნაწილად უნდა ჩამოყალიბდეს.

მინი-რეზიდენტურის კურსდამთავრებულებმა შეიძინეს უახლესი ცოდნა და უნარები გადაუდებელ მედიცინაში, რის შედეგადაც ლეგალურად აქვთ უფლება იქონიონ პრაქტიკა მედიცინის მოცემულ დარგში.

იგეგმება საუკეთესო რეზიდენტების შერჩევა, რომლებიც შემდგომი კურსის განმავლობაში თრეინინგებს ჩაუტარებენ თავიანთ კოლეგებს.

 



 

 


2009 წლის 22 მაისი


 

პირველი კონფერენცია გადაუდებელ მედიცინაში

 

2009 წლის 22 მაისს, გადაუდებელი მედიცინის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ემორის უნივერსიტეტი და პარტნიორები, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან თანამშრომლობით გაიმართა პირველი კონფერენცია სახელწოდებით "დღევანდელი მდგომარეობა გადაუდებელ მედიცინის სფეროში, და მომავლის პერსპექტივები". კონფერენცია გახსნეს ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდა თბილისის საავადმყოფოების 50ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე მონაწილეობას იღებდნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საქართველოში გადაუდებელი მედიცინის დარგის განვითარება და მისი კომერციული მიმზიდველობის ილუსტრირება. საქართველოს პირველმა ლედიმ, ქალბატონმა სანდრა რულოვსმა მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში და გამოთქვა პერსონალური მოსაზრება გადაუდებელი მედიცინის ქსელის განვითარების აუცილებლობის შესახებ საქართველოში.

ადგილობრივმა ექსპერტებმა ემორის უნივერსიტეტის დახმარებით, შეკრებილ აუდიენციას მოახსენეს არსებული მიღწევების შესახებ. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა მინი-რეზიდენტურა გადაუდებელი მედიცინის სასწავლო ცენტრში, თბილისში, რომელიც დაასრულა 8 ქართველმა ექიმმა. მინისტრმა და კლინიკის ადმინისტრატორებმა განიხილეს გადაუდებელი მედიცინის მნიშვნელობა და მისი როგორც ცალკემდგომი სპეციალობის განვითარების პოტენციალი. დამსწრე საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, წარდგენილ იქნა თემატური ბიულეტენი და სარეკლამო რგოლი გადაუდებელი მედიცინის შესახებ.