ამერიკის არმიის მხარდაჭერა ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში
ემორის უნივერსიტეტი და "პარტნიორები", აშშ-ს არმიის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს განვითარებისათვის.
მთავრობის მიერ დაფინანსებული, სამედიცინო განათლების ცენტრის მშენებლობა დაიწყება 2011 წლის ზაფხულში, თბილისში, იგი მოემსახურება საექთნო და გადაუდებელი მედიცინის განვითარებას საქართველოში. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს $400,000. USAID-ისა და EUCOM-ის მიერ გამოყოფილი გრანტების მეშვეობით ამერიკის არმიის, საინჟინრო მოწყობის პროექტის ფარგლებში ჩატარდება სიმულაციური ცენტრის, საკლასო ოთახებისა და კლინიკური უნარების ლაბორატორიის აღდგენითი სამუშაოები. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასევე დისტანციური სწავლების, ტელემედიცინისა ცენტრს, რომელიც მდებარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე.ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გამოყოფილი ფართის (750 კვმ) რეაბილიტაციას დაეთმობა 300 დღე, აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე კი "პარტნიორები", ემორისა და ილიას უნივერსიტეტებთან ერთად დაიწყებს მუშაობას თანამედროვე სასწავლო პროგრამაზე გადაუდებელ მედიცინასა და საექთნო საქმეში.
კონტრადმირალი უილიამ ბრაუნი, EUCOM-ის ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი, 15-16 დეკემბერს საქმიანი ვიზიტით ესტუმრა თბილისს. ვიზიტის მიზანი იყო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის შეფასება. ადმირალმა მოინახულა რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც EUCOMის, USAIDის და პარტნიორების თანამშრომლობით დაარსდა ექთანთა სასწავლო ცენტრი.
U.S.Army
"პარტნიორები"-ს ახალი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი თბილისში
2010 წლის ივლისიდან "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" სასწავლო პროგრამებს გააგრძელებს არჩილ და სერგო კობალაძეების სახელობის ექსპერიმენტული სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზ. 65.
ცენტრი მიზნად ისახავს ბ-ნი არჩილისა და მისი ამერიკელი მეგობრის, "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" დირექტორის ბ-ნი კენ ვოლკერის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვის ხორცშესმას ქართველი ექიმების, ექთნებისა და ჯანდაცვის ადმინისტრატორებისთვის თანამედროვე მედიცინისა და მენეჯმენტის სწავლების გზით.
ცენტრი მასპინძლობს შემდეგ პროგრამებს:
- საქართველოს საექთნო განათლების პროგრამა (დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ);
- გადაუდებელი მედიცინის პროგრამა.
ცენტრს დიდი გეგმების აქვს აღნიშნული პროგრამების განვითარების მიმართულებით, კერძოდ იგეგმება საექთნო საბაკალავრო სკოლის გახსნა, უწყვეტი საექთნო განათლების კურსების გაფართოება, მათ შორის რეგიონებში მომუშავე ექთნების მომზადება, სასკოლო საექთნო მომზადების პროგრამის შემუშავება და სხვ. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ახალი პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით, მაგალითად, ჰოსპიტალის ექიმის მომზადების პროგრამა და სხვ.
არჩილ და სერგო კობალაძეები
ბ-ნი არჩილ კობალაძე დაიბადა 1944 წელს. იგი იყო საქართველოსა და ჯორჯიის შტატის სამედიცინო სფეროში პარტნიორობის პროგრამის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ბ-ნმა არჩილმა სამედიცინო განათლება მიიღო თბილისის სახელმწიდო სამედიცინო ინსტიტუტში, გაიარა დოქტურანტურა ლენინგრადში და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ათეროსკლეროზის შესახებ 1973 წელს. იგი იყო ცნობილი კლინიკური ფარმაკოლოგი და უბადლო პედაგოგი.
ჰქონდა საოცარი ხედვა ქვეყნის საჭიროებებისა ჯანდაცვის სფეროში და მუდმივად იღვწოდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ყველაზე საჭირბოროტო და ეფექტიანი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ბ-ნი არჩილი 2001 წელს გარდაიცვალა ტვინის სიმსივნით. 6 თვის მერე ტრაგიკულად დაიღუპა მისი ვაჟი სერგოც, რომელიც ემორის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის წარჩინეული სტუდენტი და ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა გახლდათ.
კობალაძეების მთელი ოჯახი და სამეგობრო აქტიურად მონაწილეობს არჩილ და სერგო კობალაძეების სახელობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
"პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" გთავაზობთ პრაქტიკოსი ექთნების გადამზადების კურსებს
მსოფლიოში სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო დაწესებულებებში საექთნო საქმის ორგანიზაციის რეფორმირებას და საექთნო პრაქტიკის გაუმჯობესებას, როგორც სამედიცინო მომსახურების ღირებულების შემცირების, მომსახურების ხარისხის ამაღლების და მკურნალობისა და მოვლის გამოსავალის გაუმჯობესების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას.
პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) მხარდაჭერით ცდილობს აღნიშნული პრინციპები დანერგოს საქართველოს ჯანმრთელობის სისტემაშიც პირველ რიგში თანამედროვე საექთნო მოვლის უნარ-ჩვევების მქონე ექთნების მომზადების გზით, ვინც აკმაყოფილებს სამეციდინო დაწესებულებებში ექთნის წინაშე არსებულ ახალ მოთხოვნებს და დაინტერესებულია მუდმივად განვითარდეს, როგორც პროფესიონალი ექთანი.
2009 წლის სექტემბრიდან "საქართველოს საექთნო განათლების პროგრამის" ფარგლებში ექთნების გადამზადება ხდება ქართველი ინსტრუქტორების მიერ, რომელთაც გაიარეს ემორის უნივერსიტეტის ექთანი პედაგოგების სწავლების 4 თვიანი ინტენსიური კურსი.
ყველა ექთანი სტუდენტი, რომელიც მონაწილეობს გადამზადების პროგრამაში, პირველ რიგში გადის ზოგად საექთნო კურსს (5 კვირა) და შემდეგ ირჩევს სპეციალიზაციის კურსს (3-დან 4 კვირამდე).
სწავლება მოიცავს 60% თეორიულ მომზადებას, 20% კლინიკურ სიმულაციას (სწავლება მანიკენების საშუალებით) და 20% კლინიკურ პრაქტიკას.
პრაქტიკული კლინიკური სწავლებისათვის ბაზებად გამოყენებულია აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მულტიპროფილური, გადაუდებელი მედიცინისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებები, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო და დავით გაგუას სამშობიარო კლინიკა.
საექთნო ტრეინიგები დაიწყო ა/წ 1 მარტიდან და 2010 წლის ბოლოსთვის მომზადდა 750 ექთანი, აქედან 100-მდე მომზადდა რეგიონებში.
უწყვეტი განათლების საექთნო კურსების ჩამონათვალი:
- ზოგადი საექთნო კურსი – 5 კვირა
- პედიატრიული ექთნის ზოგადი კურსი – 5 კვირ
- გადაუდებელი განყოფილების ექთნის კურსი – 4 კვირა
- სამეანო განყოფილების ექთნის კურსი – 3 კვირა
- პერიოპერაციული ექთნის კურსი – 3 კვირა
- ინტენსიური განყოფილების ექთნის კურსი – 3 კვირა
- ამბულატორიული ექთნის ზოგადი კურსი – 8 კვირა
გადაუდებელი მედიცინის პროგრამისათვის კურსების ჩამონათვალი შემდეგია:
- სასერთიფიკატო კურსი (მინი რეზიდენტურა) გადაუდებელ მედიცინაში;
- მოკლევადიანი კურსები გადაუდებელი მედიცინის პროგრამის ცალკეულ საკითხებში.
მეორე კურსი გადაუდებელი მედიცინის მინი-რეზიდენტურაში
მეორე კურსი გადაუდებელი მედიცინის მინი-რეზიდენტურაში დაიწყო 2010 წლის 1 თებერვალს. კურსის ორგანიზება მოხდა ემორის უნივერსიტეტისა და პარტნიორების მიერ რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
USAID საქართველოს გადაუდებელი მედიცინის პროგრამა ხორციელდება ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და " პარტნირები"ს მიერ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. პროექტის ფარგლებში, ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ შემუშავდა რვა თვიანი სასწავლო პროგრამა გადაუდებელი მედიცინის მინი რეზიდენტურისთვის, რომლის მიხედვითაც მოხდება გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტების პირველი თაობის აღზრდა საქართველოში. კურსი მოიცავს ინტენსიურ მეცადინეობებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. თრეინინგები წარიმართება წამყვანი ქართველი სპეციალისტების მიერ, რომლებიც დაექვემდებარებიან ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების დაკვირვებას.
მინი-რეზიდენტურის პროგრამა უკვე მეორედ ხორციელდება საქართველოში. პირველი კურსის განმავლობაში ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის ფაკულტეტისა და 7 ქართველი კურსდამთავრებულის მიერ მოხდა იმ ინსტრუქტორების გადამზადება, რომლებიც უშუალოდ ჩაუდგებიან სათავეში სასწავლო პროცესს, როდესაც დაიწყება მეორე მინი რეზიდენტურის კურსი.
|